„ჩვენ დავიცავთ დედამიწას!“ - ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
28-04-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს.

აქტივობაში - „ჩვენ დავიცავთ დედამიწას!“ მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

მათ თემატური პლაკატები დაამზადეს, რომელთა მეშვეობითაც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დედამიწას გამამახნნევებელი სიტყვებით მიმართეს და დახმარებას დაჰპირდნენ. 

მათ საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

22 აპრილი დედამიწის დღეა, ის პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღეისათვის კი დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203