
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.
გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნალბანდიანის ხელმძღვანელობით, თემატური ნახატები, პლაკატები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მათ ასევე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
აქტივობებში ისინი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
დღე მოსწავლეთათვის, ნაყოფიერი, საინტერესო და ინფორმაციული იყო.
22 აპრილი დედამიწის დღეა, ის პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღეისათვის კი დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.
იხილეთ ფოტოები: