ქუთაისის N16 სკოლის V კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
28-04-2023

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლის V კლასის მოსწავლეებმა და ბუნების პედაგოგმა - მანანა ოჩხიკიძემ საინტერესო პროექტი შექმნეს.

კლასში მათ შექმნილი პროექტების პრეზენტაციები წარადგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე, დედამიწის ზედაპირის აგებულებაზე, მიწისძვრებზე, ნიდაგსა და ბუნებრივ კატაკლიზმებზე მკაფიოდ ისაუბრეს.

მათ მოძიებული ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს. 

გაკვეთილი საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

22 აპრილი დედამიწის დღეა, ის პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღეისათვის კი დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203