განძის N2 სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
28-04-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლის VI კლასში ამ დღესთან დაკავშირებით, მასწავლებლის - ა.ბადიშიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობები გაიმართა.

მოსწავლეებმა თემატური პლაკატები და ნახატები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობაში ისინი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

მათ ასევე წიგნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს.

„წიგნი აზრთა კრებულია, წიგნი ფაქტების გადმოცემის საშუალებაცაა, წიგნი ისაა რისი წაკითხვაც შეიძლება. წიგნის საშუალებით ღრმავდება ცოდნა, ივსება აზროვნება, ფართოვდება შესაძლებლობები, იკვრება კავშირები, ყალიბდება ჭეშმარიტება. წიგნი პატარა ცხოვრებაა, უკვე განვლილი ან მიმდინარე ცხოვრება, რომელსაც იმ ასოების ყოვლისშემძლე არმია ჰქმნის“, - ამბობენ სკოლაში. 

1996 წლიდან, 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება, ეს დღე იუნესკოს 28-ე სესიაზე გამოცხადდა 1995 წლის 15 ნოემბერს, მიზანი კი, განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლება და იმის გაცნობიერება იყო, რომ  წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203