იაღუფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეება გეზრბენის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს
28-04-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს როგორც სკოლის შიდა, ისე გარე ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სკოლის სასახელოდ, წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა გეზრბენის შეჯიბრში შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

ვაჟებს შორის, გეზრბენში (კროსი) შეჯიბრი, 23 აპრილს, ქალაქ რუსთავში ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო  სკოლებს შორის ჩატარდა. იაღუფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203