თბილისის N53 სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
28-04-2023

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლაში მრავალმხრივ განვითარებული მოსწავლეები სწავლობენ. პედაგოგები მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მოტივაციის ამაღლებას ყოველთვის ხელს უწყობენ.

ამჯერად, სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა - მაია ახალაძემ, სკოლის ნიჭიერ მოსწავლეთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა მოაწყო.

მოსწავლეებმა გამოფენისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეთა ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203