ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. განსაკუთრებით კი სკოლაში პირველკლასეთა განწყობაზე ზრუნავენ და ცდილობენ მათთვის საგაკვეთილო პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისოც იყოს. შესაბამისად, მოსწავლეებმა ქართული ანბანი ხალისით შეისწავლეს.
სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.
პატარებმა ქართულ ანბანსა და დედაენას ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. ღონისძიების მიწურულს კი ზღაპარი - „სამი გოჭი“ სპექტაკლად აქციეს და შთამბეჭდავად წარმოადგინეს.
პირველი კლასის დამრიგებელმა ნათელა გვარამაძემ მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია.
იხილეთ ფოტოები: