
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის ვაჟ კალათბურთელთა გუნდმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა.
მოსწავლეები, საკმაოდ რთული და დიდი კონკურენციის მიუხედავად, იმერეთის რეგიონის ჩემპიონები გახდნენ.
სპორტულ ოლიმპიადაზე, გუნდი ნიკოლოზ ტყაბლაძის, მიხეილ რუხაძის, ნიკოლოზ გერაძის და კახაბერ ოდიშარიას შემადგენლობით წარდგა.
ჩემპიონებს სასკოლო საზოგადოება საზეიმო ვითარებაში დახვდა, სპორტსმენებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს და გულშემატკივარ პატარებს ავტოგრაფები დაუტოვეს.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწეული წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„ყოჩაღებო! სკოლა ამაყობს თქვენით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: