კოხტის საჯარო სკოლის ინიციატივით, საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართა, სადაც წალკის 6 სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა
28-04-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის ინიციატივით, პროექტის  - „ერთად ყველაფერს შევძლებთ (ტოლერანტობა)“ ფარგლებში, 26 აპრილს წალკის ცენტრალურ პარკში საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართა.

პროექტის ავტორები: ნადიმ ხოზრევანიძე, გურანდა ბოლქვაძე და მარინა საგინაძე გახლდათ.

ფესტივალი მოსწავლეების შექმნილი​ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას მოიცავდა.​

აღნიშნულ ფესტივალში მონაილეობდნენ: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის, წალკის N2 ,სოფელ არწივანის, სოფელ დაშბაშის, სოფელ სამების და სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლები.

„სკოლის ადმინისტრაცია და პროექტის ორგანიზატორები, მადლობას ვუხდით აქტიური მონაწილეობისათვის პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს: ირა ძირკვაძეს, ნათია შაინიძეს, ნათელა კახაძეს, დალი მახარაძეს, ნაზი ჯიმშერაძეს, მერი გორგილაძეს, ლუსინე კალაჩიანსა და ანი ბადალიანს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

საქველმოქმედო აქციაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი სამკაულები, ნაქარგები, ნახატები, ხელნაკეთი მაკეტები, ჩანთები. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შემოსული თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება.

პროექტის მიზანი იყო: ემპათიის უნარ-ჩვევების განვითარება-ამაღლება მოსწავლეებსა და თემში, სოციალური, ჯანსაღი კომუნიკაციის, უნარ-ჩვევების გამომუშავება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203