
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მუხურის თემის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ჩართულობით სხვადასხვა პროექტი აქტიურად ხორციელდება.
ამჯერად, სკოლაში პროექტი - „წებოს მიღება რძისგან“ წარმატებით განხორციელდა.
პროექტში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ , მათი ხელმძღვანელი კი მათემატიკის მასწავლებელი - მანანა ცირდავა გახლდათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში, არაერთი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს, არსებული ცოდნა გაიღრმავეს და ცნობიერება აიმაღლეს.
„საგულისხმოა, რომ საბუნებისმეტყველო საგნების, უცხოური ენების, მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრების ჩართულობამ ხელი შეუწყო არა მხოლოდ თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას, არამედ დასახული მიზნის მიღწევასა და
დაგეგმილი აქტივობების ხალისიანად და ხარისხიანად შესრულებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღნიშნულ პროექტში მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
პროექტი, როგორც სკოლაში გვებუბნებიან მოსწავლეებს პრაქტიკული სამუშაოების შესრულებაში დაეხმარება.
„მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, თეორიული ცოდნა პრაქტიკული სამუშაოების შესრულებით განამტკიცონ. სკოლაში საინტერესო აქტივობებზე მუშაობა კვლავაც გაგრძელდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - დარეჯან შენგელიამ კი საბუნებისმეტყველო საგნების კათედრა მინილაბორატორიით დაასაჩუქრა.
სკოლა ამისთვის პედაგოგს მადლობას უხდის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: