„წიგნი - ჩემი მეგობარი“ - ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს კვირეული მიეძღვნა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, წიგნის საერთაშორისო დღეს შემოქმედებითი კვირეული მიუძღვნეს.
კვირეული - „წიგნი- ჩემი მეგობარი“, მოსწავლეებმა ზღაპრის პერსონაჟებით წარადგინეს.
მოსწავლეები ორ ჯგუფად განაწილდნენ, მათ ვიდეორგოლების საშუალებით, პერსონაჟი უნდა ამოეცნოთ და ზღაპრიდან სასურველი მონაკვეთის შინაარსი გადმოეცათ.
კვირეულში, I, II, III და IV კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებს წიგნისადმი სიყვარული გაეღრმავებინათ.
1996 წლიდან, 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება, ეს დღე იუნესკოს 28-ე სესიაზე გამოცხადდა 1995 წლის 15 ნოემბერს, მიზანი კი, განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლება და იმის გაცნობიერება იყო, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა.
იხილეთ ფოტოები: