„ვულოცავთ და წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობას ვუსურვებთ“- შაუმიანის N2  სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელს- თეონა ცაგარეიშვილს მენტორის სტატუსი მიენიჭა
28-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელს - თეონა ცაგარეიშვილს მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი მიენიჭა. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ - შესაბამისად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა შაუმიანის N2 საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელს - თეონა ცაგარეიშვილისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების საკითხი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგს მენტორის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები თეონა ცაგარეიშვილს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

„ჩვენი სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელს - თეონა ცაგარეიშვილს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. ვულოცავთ და წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203