შაუმიანის N2 სკოლის მასწავლებელი და მოსწავლეები გარემოსდაცვით პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
28-04-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლის პროექტის მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

პროექტ - „იცხოვრე სუფთა გარემოში“, წარმატებული საქმიანობისთვის  ქართული, რუსული და სომხური სექტორის მოსწავლეები და მასწავლებელი - ელმირა ცატურიანი დასაჩუქრდნენ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ორგანიზატორი, პედაგოგი თეონა ცაგარეიშვილი გახლავთ. 

„ვიცხოვროთ სუფთა გარემოში“  - ამ ლოზუნგის ირგვლივ გაერთიანდნენ მოსწავლეები და გარემოს დაცვის თემატიკას პოპულარიზაცია გაუწიეს. 

სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი აქტივობებისა თუ პროექტების ორგანიზებასა და მოსწავლეებში ბუნებისადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203