ნოღის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა გაიმართა, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ჭოგნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც
28-04-2023

აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებას, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები - მაია ლორია და ნათელა ბრეგაძე ხელმძღვანელობდნენ. 

14 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანი იყო. სკოლაში, პროექტორით ვიდეორგოლები გაშუქდა, რომლებშიც 1978 წლის მოვლენები იყო ასახული. კონკურსის მონაწილეები გაყოფილი იყვნენ ორ გუნდად. გუნდების სახელები იყო: „არწივი“ და „მუხა“.

კონკურსისთვის შერჩეული იყო ჟიური - სკოლის დირექტორი ციალა ძნელაძე და ადმინისტრატორი გიორგი მიგინეიშვილი.

ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ვიქტორინას.

მუსიკის მასწავლებელმა ქეთევან მეფარიშვილმა, ქართველ პოეტთა ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულა, გუნდებს კი ტექსტების ავტორები უნდა გამოეცნოთ, რასაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი.

ღონისძიებაზე, ქართული ფილმებიდან სახალისო და საინტერესო ეპიზოდები იყო ნაჩვენები.

აღსანიშნავია, რომ კინოფილმებისა და ტექსტების ავტორების გამოცნობა არ გაძნელებიათ ბავშვებს. 

გუნდებს დაესვათ შეკითხვები, რაზეც პასუხები კარგად ჩამოაყალიბეს.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორინაში ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილებდნენ, რომლებმაც კონკურსში თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

ენის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შემეცნებითი ხასიათის იყო. მოსწავლეების გონებაში მარადიულად აღიბეჭდა 14 აპრილი, როგორც ერთ-ერთი ღირშესანიშნავი თარიღი საქართველოს ისტორიიდან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203