ნოღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
28-04-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში მოეწყო.
თამაში - „რა? სად? როდის?“, 27 აპრილს გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ დაძაბული ბრძოლის შედეგად ჩემპიონი IX კლასის გუნდი გახდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაშის მიზანია მოსწავლეების ინტელექტუალური დონის ამაღლება, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება, მათი მოტივირება, ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, ასევე ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართვა და ამ გზით მათი ზოგადი ცოდნის გაღრმავება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს