თლუღის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქტივობები მიეძღვნა
28-04-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა. 

სკოლაში, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, ინტერაქტიური პრეზენტაციის მიხედვით მოსწავლეებმა, არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს და მათი გადაჭრის გზების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა, გარემოს მიმართ თავიანთ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს.

მოზარდებმა, რევაზ ინანიშვილის მოთხრობა - „მუხა“, წაიკითხეს და აღნიშნეს თუ როგორ უძღვნის ბუნება ადამიანს ყველაფერს საუკეთესოს და როგორ არ უნდა მოექცნენ ადამიანები ბუნებას.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა განსაზღვრეს, რა არის „ვირტუალური წყალი“ და წყლის დანახარჯებზე გამოთვლები ჩაატარეს, მათ ასევე სახალისო ქვიზები შეასრულეს და სკოლის ეზოს დასუფთავებაში დიდი მოტივაციით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203