სენაკის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
28-04-2023

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში მე-2 კლასელებმა, დამრიგებელ მარიამ ჩაჩავასთან ერთად დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

მოსწავლეებმა, მრავალფეროვანი პოსტერები შექმნეს და შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია ჩაატარეს.

ბავშვებმა, უფროსკლასელებთან ერთან ნარჩენების დახარისხების მნიშვნელობა და პრინციპები შეისწავლეს, ასევე მხიარული თამაში მოაწყვეს, ყუთებისგან და სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისთვის ნაგვის ურნები დაამზადეს და თანაკლასელებისთვის შესაბამისი აღნიშვნები გაუკეთეს. 

დღის ბოლოს კი, ბავშვებმა შეაჯამეს, თუ როგორ უნდა გამოვხატოთ დედამიწის სიყვარული?

„დავრგოთ მცენარეები; დავახარისხოთ, გადავამუშაოთ, ხელახლა გამოვიყენოთ ნარჩენები;  დავზოგოთ წყალი; დავზოგოთ ელექტრო ენერგია; ვხარჯოთ ნაკლები რესურსი და არ დავანაგვიანოთ გარემო“, -  ასეთი იყო მოსწავლეთა მოწოდებები


იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203