ახალი სამგორის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ქავთარაძე მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
28-04-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა ელენე ქავთარაძე.

ელენე, მესამე კლასის მოსწავლეა, რომელიც მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა და დიპლომიც დაიმსახურა.

მისი მათემატიკის მასწავლებელი ნინო თეგეთაშვილი გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ ელენე უკვე 2 წელია აქტიურად მონაწილეობს ოლიმპიადაში და საკმაოდ წარმატებულად ახერხებს საკუთარი თავისა და უნარების წარმოჩენას. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა აქტიურობა და სხვადსხვა საგანმანათლებლო ოლიმპიადასა თუ პროექტში ჩართვა, მათი მოტივაციის ამაღლების, კონკურენტულ გარემოში თავის წარმოჩენისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203