ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ატრაქციონის მოძრავი მოდელი შექმნეს
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. დავალება მე-5
ა და მე-5
ბ კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკაში დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით შეასრულეს.
კომპლექსური დავალება საბავშვო ბაღის დაგეგმარებას მოითხოვდა. მათივე სურვილით განახორციელეს stem დავალება - ატრაქციონის მოძრავი მოდელის შექმნა.
მოსწავლეებმა, თავიანთი ნამუშევრები საინტერესოდ წარმოაჩინეს და სასკოლო გამოფენა მოაწყვეს.
სკოლაში, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა, პედაგოგები ცდილობენ ბავშვებს, მათი სურვილების შესაბამისი გაკვეთილები შესთავაზონ, რადგან ეს მათ აქტიურობასა და აკადემიური
მოსწრების გაუმჯობესებას განაპირობებს.
იხილეთ ფოტოები: