
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები გაიმართა.
სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დედამიწის ბიომრავალფეროვნებას მთელი კვირის მანძილზე ეცნობოდნენ.
კლასის ხელმძღვანელი მაია გადიშვილი გახლავთ.
მოსწავლეებმა სკოლაში იმ საფრთხეების შესახებ იმსჯელეს, რომელიც დედამიწაზე არსებულ რესურსებს შეიძლება დაემუქროს.
მათ ასევე თემატური პლაკატები, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და სკოლაში მათი გამოფენა მოაწყვეს.
მოსწავლეებმა საინფორმაციო ბარათები დაამზადეს, რომლებიც მეგობრებს დაურიგეს, მათ ასევე მისცეს რჩევები, შესთავაზეს - ერთობლივად იზრუნონ გარემოსა და დედამიწაზე.
22 აპრილი დედამიწის დღეა, ის პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღეისათვის კი დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.
იხილეთ ფოტოები: