ძირკვაძეების საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
28-04-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში X კლასის მოსწავლეების - სალომე შავაძისა და თათია თავართქილაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, ინტელექტუალირი თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.

კითხვები, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ ხვადასხვა კლასგარეშე საკითხავიდან თავად შეადგინეს.

თამაშში ერთმანეთს 5 გუნდი ეჯიბრებოდა, სადაც მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სკოლის დირექტორმა პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა, პირველ ადგილზე გასულ გუნდს და ორგანიზატორებს კი წიგნები.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203