My Favourite Season - წყალტუბოს N1 სკოლის III კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
28-04-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის III ბ კლასში ინგლისურ ენაში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე - „ჩემი საყვარელი სეზონი - My Favourite Season“ ჩატარდა.

კლასის ხელმძღვანელი: ა.ნაფეტვარიძე, ხოლო საგნის მასწავლებელი ნ. ჯავახაძე გახლავთ. 

„მოსწავლეებმა საინტერესოდ შექმნეს, წარმოადგინეს და დააჯგუფეს თითოეული სეზონი“ , -აღნიშნავენ სკოლაში.

მესამეკლასელებმა როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის დროს ლექსიკური ერთეულებისა და გრამატიკული მასალის ცოდნა წარმოაჩინეს.

„ისინი ასევე საყვარელი სეზონის აღწერისას მიმიკა-ჟესტიკულაციის, ინტონაციისა და სიტყვების სწორად წარმოთქმაში ეჯიბრებოდნენ, რათა თავი მოეწონებინათ სკოლის დირექტორის ქალბატონ ფაქიზო ფანჩულიძის, ინგლისური ენის მასწავლებლის - ირმა ჭანტურიძისა და კლასის ხელმძღვანელის წინაშე, მადლობა ჩემს ყოჩაღ მოსწავლეებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და პრეზენტაციები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203