„ადამიანის უფლებები“  - დანდალოს N1 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ცხმორისის საჯარო სკოლაში გასვლითი ტრეინინგი ჩაატარეს
28-04-2023

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ცხმორისის საჯარო სკოლას სტუმრობდნენ.

ვიზიტი, პროექტის - „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ფარგლებში გაიმართა და მოსწავლეებმა, გასვლითი ტრეინინგი ჩაატარეს თემაზე - „ადამიანის უფლებები“.

სამოქალაქო კლუბის - „ფენიქსის“ ხელმძღვანელები - ლევან ავალიანი და თამუნა ბერიძე გახლავთ.

თანატოლთა ტრეინინგს უძღვებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები - ლიზი გოგიაშვილი, მართა არძენაძე და დიანა ბერიძე.

მომხსენებლებმა, აღნიშნულ თემაზე მომზადებული საინტერესო პრეზენტაციით განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ადამიანის უფლებების იდეა; ადამიანის უფლებების ზოგადი არსი და სახალხო დამცველის ინსტიტუტი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ინტერაქციული და ძალიან ნაყოფიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა ამერიკული ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED), მიერ დაფინანსებული პროექტის - „დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება სამოქალაქო ქსელის მეშვეობით აჭარაში“,-ფარგლებში.

პროექტის ორგანიზატორია - „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

ცნობისთვის, დანდალოს N1 საჯარო სკოლა წარმოადგენს აღნიშნული პროექტის პარტნიორ სკოლას, რომელიც კონკურსის წესით შეირჩა.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203