„ამინდი და ექსტრემალური რეგიონები“- დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა ინგლისური ენისა და ბუნების საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი
28-04-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში მასწავლებლებმა - ინგა დიასამიძემ და ლია გვარამაძემ ინგლისურ ენასა და ბუნებაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს.

გაკვეთილის თემა იყო - „ამინდი და ექსტრემალური რეგიონები“ (ტროპიკული ტყეები, უდაბნოები, არქტიკა და ანტარქტიდა).                

მოსწავლეებმა, გაკვეთილზე ექსტრემალური რეგიონების შესახებ, მათი კლიმატისა და ზოგადად გარემოს შესახებ საინტერესო ფაქტები შეისწავლეს. 

„მათ ასევე გაავლეს პარალელები ბუნებაში ნასწავლ საკითხებთან, დედამიწის სხვადასხვა რეგიონში არსებულ ბუნებრივ პირობებზე, კლიმატურ სარტყელსა და ნიადაგის სხვადასხვაგვარობაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეხუთეკლასელებმა ასევე სხვადასხვა ამინდის შესატყვის ლექსიკურ ერთეულებსა და ფრაზებზე ინგლისურად ვიდეორგოლი ნახეს.

მათ ასევე წყვილებში შეასრულეს სამუშაო და ნამუშევრების პრეზენტაციები გამართეს.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებს უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203