წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში ჩაოს საჯარო სკოლაში
28-04-2023
 
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლაში, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კვირეული მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, სატელევიზო ლიტერატურული შოუს  - „წიგნების თაროს“, ანალოგი ჩატარდა, რომელშიც ჩაოს მოსწავლეები დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ. 

პროექტში მონაწილეობდა, ოთხი გუნდი.

I გუნდი -  „ეკიპაჟი“, გუნდის წევრები:

1.დიანა ლაბაძე;
2.ლიკა ცეცხლაძე;
3.მირზა ცეცხლაძე;

II გუნდი -  „ანტანტა“, გუნდის წევრები:

1. თიკა ლაბაძე;
2.ზურა ქარცივაძე;
3. ბაჩი შანთაძე.

III გუნდი - „ვუნდერკინგები“, გუნდის წევრები:

1. გიორგი აბულაძე;
2. ქრისტინა ცეცხლაძე;
3. მაკა ცეცხლაძე.

IV გუნდი -  „ტექნიკისმხეცები“, გუნდის წევრები:

1. გიგი აბულაძე;
2. საბა ლაბაძე;
3. მინდია ცეცხლაძე.

აღსანიშნავია, რომ პროექტის წამყვანი, სკოლის დირექტორი იოსებ აბულაძე იყო. 

თამაშს ჟიურის წევრები: გენად ცეცხლაძე, მარგალიტა შაინიძე, ლეილა ბარამიძე და ლეილა მჟავანაძე აფასებდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაში სამი ეტაპისაგან შედგებოდა, I ეტაპი - 9 რაუნდს მოიცავდა.

წამყვანის მომზადებული კითხვები, მონაწილეების მიერ წაკითხული, სხვადასხვა მხატვრული თუ კლასიკური ლიტერატურიდან იყო შედგენილი.

II ეტაპი ქართული ტური გხლდათ, რომელიც მოიცავდა: მუსიკას, გეოგრაფიასა და ისტორიას.

III ეტაპი - ზოგადი ტური, მოიცავდა: მეცნიერებას, ხელოვნებას, სპორტსა და ბლიცს. 

ჟიურის გადაწყვეტილებით, მონაწილე გუნდებს შორის გამარჯვებული გახდა, გუნდი- „ეკიპაჟი“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული გუნდის სამივე მონაწილე სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.

პროექტის, ერთ-ერთი გუნდის - „ტექნიკის მხეცების“, მონაწილეს, ყველაზე აქტიურ და მოაზროვნე მოსწავლეს - მინდია ცეცხლაძეს, სკოლის დირექტორმა დიპლომთან ერთად, სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.

„მადლობა ყველას, მონაწილეებს, ჟიურს. მადლობა მშობლებს, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ. მადლობა სკოლის დირექტორს - ბატონ იოსებ აბულაძეს, ნაყოფიერი და წარმატებული დღისთვის. ძალა ერთობაშია!“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203