დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი ღონისძიება წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში
28-04-2023

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ღონისძიება მოეწყო. 

„გაუფრთხილდი გარემოს, აქციე ყოველი დღე დედამიწის დღედ!“, -  ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.

მოსწავლეებმა, დედამიწის დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე ამ დღის დაარსების ისტორიაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

ღონისძიებაში მეშვიდე და მერვე კლასები მონაწილეობდნენ, ხელოვნების მასწავლებელ ლია ქუჩულორიას და გეოგრაფიის მასწავლებელ ნანა ჯაბურიას ხელმძღვანელობით. 

სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203