
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლაში მშობლიური ენისადმი (სომხური ენის) მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სააქტო დარბაზში გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები - ცეკვები და სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.
აქტივობებში ისინი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი ჰასმიკ ბიჩახჩიანი გახლდათ.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: