ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო
28-04-2023

ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.  

ამ გარემოსდაცვით დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა.

მოსწავლეებმა თემატური ნახატები შექმნეს, სადაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მკაფიოდ ჩანდა მათი სიყვარული, გულწრფელი დამოკიდებულება და ზრუნვა დედამიწისადმი.

​მათ ასევე ნახეს შემეცნებითი ფილმი და მოსაზრებები გამოთქვეს.

„მათ უკვე კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსა და ბუნებაზე ზრუნვა, რომ თითოეული მცენარის მოვლითა და გაფრხილებით საკუთარ სიცოცხლეს ვუფრთხილდებით!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე შერჩეულ ადგილზე დარგეს ნერგები და სკოლის ეზო დაასუფთავეს.

აქტივობებში ისინი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„22 აპრილი დედამიწის დღეა, დედამიწა კი ჩვენი საერთო სახლია რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება“, - ამბობენ სკოლაში.

დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღეისათვის კი დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203