დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდნენ
28-04-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, სხვადასხვა საინტერესო შეხვედრა ეწყობა. დირექცია და პედაგოგები მოზარდებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაშიც ეხმარებიან. 

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებს სხვადასხვა პროფესიის, წარმატებული ადამიანები შეხვდნენ.

შეხვედრაში სკოლის მე-7 და მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრაში სტუმრებმა შემდეგ საკითხებზე ისაუბრეს:

რა მნიშვნელობა აქვს მოზარდისთვის პროფესიის სწორად არჩევას? რა როლს ასრულებს მოსწავლის ცხოვრებაში მიზანდასახულობა? როგორ სწავლობს მოზარდი, რომელსაც ჯერ კიდევ არ აურჩევია მომავალი პროფესია და როგორ ეკიდება სასწავლო პროცესს?

„სწავლის პერიოდში არჩეული პროფესია, რომელიც მოითხოვს განსაზღვრული ცოდნის დაუფლებას და უნარების ჩამოყალიბებას, მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლის ცხოვრებაში. მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს ზედაპირული დამოკიდებულება სასწავლო საგნების მიმართ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, დავაინტერესოთ, გავააქტიუროთ, შესაძლებლობები განვუსაზღვროთ, მივცეთ სწორი გეზი, აღმოვაჩენინოთ საკუთარ თავში გარკვეული მისწრაფებები და გავააზრებინოთ პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობა - ამ მიზნით ჩატარდა აღნიშნული შეხვედრა სკოლაში“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები და აქტივობები მოსწავლეებს პროფესიის სწორად არჩევაში ეხმარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203