ზედა კვირიკეს საჯარო სკოლაში ინტელქტუალური თამაში გაიმართა
28-04-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრსა თუ კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებს შორის ინტელქტუალური თამაში - „წიგნების თარო“ ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასებში კენჭისყრა მოეწყო, რომლის მიხედვით შემდგომ დაკომპლექტდა ორი მოპაექრე გუნდი.

„გუნდებს შორის გაიმართა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეჯიბრი. გუნდები თანაბარი ქულებით მიდიოდნენ ფინალისკენ, თუმცა საბოლოოდ მე-7 კლასელებმა გაიმარჯვეს და მიაღწიეს სასურველ შედეგს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებას და სასკოლო საზოგადოება მათ წამრატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203