კვაცხუთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა თემაზე - „ორგანიზმთა სასიცოცხლო ციკლი“ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
28-04-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე თემაზე - „ორგანიზმთა სასიცოცხლო ციკლი“ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.

მათ შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად გამოავლინეს.

აქტივობაში მეოთხეკლასელები ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ამაღლებს და სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203