
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა.
შესაბამისად სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ გარემოსდაცვით დღესასწაულს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა. მათ შორის, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლების კურატორობით, გარემოსდაცვითი მოწოდებებით, დედამიწის ესკიზები შექმნეს. მოსწავლეთა ნამუშევრები შთამბეჭდავი სანახავია.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა.
იხილეთ ფოტოები: