ველევის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა
28-04-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო პასუხიმგებლობის გააზრების ხელშეწყობა პრიორიტეტული საკითხებია. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღე. 

ამ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. მე და საზოგადოების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების მასწავლებლებმა - თეონა და ირმა მაცაბერიძეებმა, ლალი ბიბილაშვილმა  და ლენა გოგსაძემ ერთობლივად დაგეგმეს მინი პროექტი - „გავუფრთხილდეთ დედამიწას!“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეოთხეკლასელმა ნიკა გოგსაძემ, მეექვსეკლასელ ლიზი გოგსაძესთან ერთად, კარგად დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებით, გადალახა ასაკობრივი სხვაობა, ადვილად გაერკვა მდგრადი განვითარების კონცეფციის არსში.

ბავშვებმა მასწავლებლებთან ერთად იმსჯელეს თემში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე და დაუკავშირეს გლობალურ პრობლემებს, გამოთქვეს მზაობა ამ საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ. 

ბოლოს პლასტიკატის ბოთლებისაგან მეორადი ნივთები დაამზადეს, აგრეთვე მასწავლებლების ხელმძღვანელობით, მოამზადეს პოსტერები თემებზე -  „მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ“ და „დედამიწის დღე - 22 აპრილი“ .

მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები სკოლის დერეფანში გამოფინეს.

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203