ოდიშის N1 სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული შთამბეჭდავი ღონისძიებით დასრულდა
28-04-2023
ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეებს საკუთარი ენის, კულტურისა და ტრადციციების სიყვარულს სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ.
შესაბამისად, სკოლაში გასაკუთრებულად აღინიშნა ისეთი მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული, როგორიც დედაენის დღეა.
ჩატარდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა საინტერესო აქტივობები და ბოლოს კი შემეცნებითი დღეები დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა. მოსწავლეებმა ქართულ ენას ლექსებითა და სიმღებით შეასხეს ხოტბა. დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე ისაუბრეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ჭურღულია და დაწყებითი კლასის მასწავლებელი ლეილა თირქია.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს