„გულიანად გელით, სკოლისაკენ ჰერი-ჰერი“ - ჯვარის N1 საჯარო სკოლაში ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლეს
28-04-2023

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს. 

სკოლას „ცხუმისა„ და ჯვარის II ბაგა-ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფის ბავშვები სტუმრობდნენ. 

ბავშვებს სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. მომავალ პირველკლასელებს მასპინძლობა მე-12 კლასელებმა გაუწიეს და პატარები სახალისო აქტივობებში ჩართეს. 

„ჩვენც ვიბავშვეთ სტუმრებთან ერთად“,- გვიყვებიან დამამათავრებელი კლასის მოსწავლეები. 

ბავშვებმა ასევე სკოლა დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად ელოდებიან. სკოლაში მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

„გულიანად გელით, სკოლისაკენ ჰერი-ჰერი“,- ასე მიმართავენ პატარებს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203