ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა 
28-04-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში ახალგაზრდების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით დღესასწაულთან დაკავშირებით, პროექტი განხორციელდა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გაეცნობიერებინათ, რომ დედამიწას ყოველდღიურად სჭირდება მოვლა და გაფრთხილება.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ნარჩენების გადამუშავებას, რესურსების გონივრულ გამოყენებასა და დედამიწის გალამაზებას, ხოლო თავიანთი დამოკიდებულება დედამიწის მიმართ წარმოადგინეს ნახატების სახით.

პროექტში V, VII და IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

პროექტს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ლანა ზაქარაშვილი და გვანცა ციბაძე.

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203