კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
28-04-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ. შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად იზეიმეს ისეთი მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული, როგორიც დედაენის დღეა.
კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ შორენა სურგულაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „განკითხვისა უფლისა არს, ენა ჩვენი ქარული“ გამართეს.
მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა და ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მისი როლი აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ასევე თემატური ლექსები წაიკითხეს და ქართულ ენას ხოტბა შეასხეს.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს