მარაბდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
28-04-2023
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ. შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად იზეიმეს ისეთი მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული, როგორიც დედაენის დღეა. 

მარაბდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედაენის დღე სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს. ბავშვებმა დაამზადეს ელექტრონული და ხელნაკეთი პოსტერები, წაიკითხეს ლექსები, მოუწოდეს სასკოლო საზოგადოებას, რომ არ გამოიყენონ ბარბარიზმები და ისაუბრონ ქართულად!

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203