„მე როგორც ექსპონატი“ - ზემო ნატანების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
27-04-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა, შემოქმედებითი პროექტი - „მე როგორც ექსპონატი“, განახორციელეს.

პროექტს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ეკატერინე ოსტროვსკი ხელმძღვანელობდა.

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა მრავალფეროვანი ფერწერული ნამუშევრები შექმნეს და სკოლაში მათი პრეზენტაცია წარადგინეს.

ნამუშევრებში, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ ხედვასა და  განსხვავებულ გამომსახველობით სტილს აღვიქვამთ. 

მოსწავლეთა შემოქმედება, პერსონაჟთა თავისებური გამოსახვა, პიროვნებისა და ინდივიდის თავისებური აღქმა და წარმოჩენა, საინტერესო ფერთა გამა და დახვეწილი მონასმი, მნახველს გულგრილს არ ტოვებს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203