„გამოიყენე ხელახლა“ - საინტერესო პროექტი ხონის N2 საჯარო სკოლაში
27-04-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლეებმა, პროექტი - „გამოიყენე ხელახლა“, განახორციელეს.
პროექტი პედაგოგის, ფიქრია სულაბერიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მუყაოს ყუთებისგან სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტები დაამზადეს, ამით შემოქმედებითი უნარები გამოიმუშავეს და პროდუქტს მეორადი გამოყენების ფუნქცია მიანიჭეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სამუშაო პროცესში, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
სკოლაში, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა კრეატიული უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.