„მე მიყვარს ვაჟა-ფშაველა“ -  შემოქმედებითი კონკურსი რუსთავის N23 საჯარო სკოლაში
27-04-2023

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის - ეკა თედეევას ინიციატივითა და თაოსნობით, ღონისძიება-კონკურსი - „მე მიყვარს ვაჟა-ფშაველა“, გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოწვეული იყო ცნობილი მხატვარი ბექა ხუცურაული.

კონკურსში, VII-VIII-IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ უნდა შეექმნათ თემასთან დაკავშირებული ნახატები.  

ღონისძიების ბოლოს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა დისკუსია.

მოწვეულმა სტუმარმა, მოსწავლეებს ნამუშევრები შეუფასა, ასევე რჩევები და რეკომენდაციები მისცა. 

„მადლობა მას, ამ დაუვიწყარი საღამოსთვის. ეს დღე კიდევ ერთ, საინტერესო მოგონებად ჩაიწერება სკოლის ისტორიაში“, - აღნიშნავენ, სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203