ზესტაფონის N4 სკოლის პედაგოგ თინათინ ბედოშვილს განსაკუთრებული ღვაწლისთვის მენტორის სტატუსი მიენიჭა
27-04-2023
ზესტაფონის N4 საჯარო სკოლას პროფესიონალი, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს.
ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია ინგლისური ენის მასწავლებელი თინათინ ბედოშვილი, რომელსაც განსაკუთრებული პედაგოგიური ღვაწლისთვის, სტატუსი აუმაღლდა.
სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N291575 ბრძანების - „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ თანახმად, თინათინ ბედოშვილს მენტორის სტატუსი მიენიჭა.
ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის მთელი გუნდი ულოცავს ინგლისური ენის მასწავლებელს სტატუსის ამაღლებას და წარმატებას უსურვებს.