ვალის N3 სკოლის მოსწავლეებმა სომეხი მწერლის - ჰოვჰანნეს თუმანიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
27-04-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
18 აპრილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა სომეხი მწერლის ჰოვჰანნეს თუმანიანისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა ცნობილი სომეხი მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
პრეზენტაცია მეტად საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული აღმოჩნდა. მოსწავლეებმა როგორც თეორიული ცოდნა ისე ტექნიკური უნარები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ვალის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათი ცოდნის დონის ამაღლებას მრავალფეროვანი აქტივობებით ცდილობენ.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს