ბათუმის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქციით აღნიშნეს
27-04-2023

ბათუმის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.

ისინი ამ დღესთან დაკავშირებით, გამართულ გარემოსდაცვით აქტივობაში - „გაამწვანე ეზო“, ხელმძღვანელებთან ერთად ჩაერთნენ.

მათ სკოლის ეზოს ახალი ნარგავები ხალისით შემატეს.

აქტივობაში ისინი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...