მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
27-04-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ გარემოსდაცვით დღესასწაულს 1-ელბ კლასში ბუნების გაკვეთილი მიეძღვნა. პირველი კლასის მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების მასწავლებლის - ეკა ეპიტაშვილის ხელმძღვანელობით, დედამიწის დაბინძურების დამღუპველ შედეგებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრეს და ასევე გარემოსდაცვით თემაზე ნამუშევრები შექმნეს. 

„გავეცანით, თუ სად და როდის ჩაეყარა ამ დღის აღნიშვნას საფუძველი. ვისაუბრეთ რა გახდა ამ დღის დაარსების მიზეზი, შევეხეთ გლობალურ პრობლემებს, კერძოდ, დაბინძურების თემას, დავასახელეთ პრობლემების გადაჭრის გზებიც. გაკვეთილი გავაგრძელეთ აქტივობით, მოსწავლეებმა დახატეს - ვის როგორი წარმოედგინა კოსმოსიდან დანახული დედამიწა, სათაურით - „დედამიწა ჩვენი სახლია“,- გვიყვება 1-ელიბ კლასის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ეკა ეპიტაშვილი.

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203