თბილისის N166 სკოლის „შექსპირის კლუბის“ წევრებმა პოეტის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი სონეტები ზეპირად ისწავლეს
27-04-2023

თბილისის N166 საჯარო სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს „შექსპირის კლუბი“. მისი წევრები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს მონდომებით ატარებენ.

ამჯერად, სკოლაში უილიამ შექსპირის დაბადება-გარდაცვალების თარიღთან ( 23 აპრილი) დაკავშირებით, შედგა მე-91 კლასის მოსწავლეთა ბაზაზე შექმნილი „შექსპირის კლუბის“ წევრთა შეხვედრა (მასწავლებელი - რუხაია).

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პოეზიაზე შეყვარებულმა მოსწავლეებმა საკუთარი გემოვნებით შეარჩიეს რიგი სონეტებისა, რომლებიც ზეპირად დაისწავლეს.

„მათ ასევე ისაუბრეს შექსპირის ბიოგრაფიაზე, სონეტის წერის სტილზე, მათ თარგმანებზე და ქართველ მთარგმნელებზე, სონეტებში გატარებული ძირითადი ხაზის - სილამაზის გადარჩენის, ხელოვნების ფუნქციისა და მისი მარადისობის შესახებ“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე კედლის გაზეთი გამოუშვეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„ვისაუბრეთ სონეტეზე ქართულ მწერლობაშიც. ინფორმაციების მოპოვება- დამუშავება - დასწავლა მთელი აპრილის თვე მიმდინარეობდა. მჯერა, არაფორმალური განათლებისკენ მიმართული ეს პატარა ნაბიჯი, მოსწავლეს ხელს შეუწყობს გახდეს უფრო შემოქმედი, კრიტიკულად მოაზროვნე და წიგნიერი მოქალაქე. სკოლა ხომ უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეთა არაფორმალური და ფორმალური განათლების რგოლთან კავშირს“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლეს და სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203