ამამლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ახლადგახსნილი პარკის გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ
27-04-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, ისინი დმანისის ახლადგახსნილი პარკის გამწვანების აქციაში ჩაერთნენ და ამამლოს სკოლის სახელით ხე დარგეს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღნიშნულ აქციაში დმანისის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მონაწილეობდა.

„სკოლა უღრმეს მადლობას უხდის ყველა ორგანიზატორს, ვინც იზრუნა აღნიშნული აქტივობის ორგანიზებასა და განხორციელებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203