დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება ქვემო ქედის საჯარო სკოლაში
27-04-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება სასკოლო საზოგადოებას, გეოგრაფიის მასწავლებელმა, ნათელა ბოძაშვილმა პროექტის - „დედამიწა ჩვენი სახლია“, ფარგლებში შესთავაზა.
ღონისძიების ბოლოს კი შემაჯამებელი გამოფენა მოეწყო და როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამან კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რამდენად უკიდეგანოა ბავშვის უნარი და ფანტაზია.
მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ, მათ უკეთ გაიაზრეს დედამიწის დღის არსი და გარემოს დაცვის აუცილებლობა, გარდა ამისა მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი და კრეატიული უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს