ბოსლების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს
27-04-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ გარემოსდაცვით დღესასწაულს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა დედამიწის დაბინძურების დამღუპველ შედეგებზე ისაუბრეს და ეკოლოგიური კატასტროფის პრევენციის გზებზე იმსჯელეს. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხიელბისკენ მოუწოდეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203