ხეობის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს შემეცნებითი ღონისძიება მიეძღვნა 
27-04-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. მოსწავლეებიც გარემოსდაცვითი საქმიანობით გამოირჩევიან.

რა თქმა უნდა, სკოლაში აღინიშნა დედამიწის დღე. ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოზარდებმა დედამიწის დაბინძურების შედეგებსა და ეკოლოგიური კატასტროფის პრევენციის გზებზე იმსჯელეს, ამის შემდეგ მოსწავლეებმა გადაინაცვლეს სკოლის ეზოში და დარგეს ხეები. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203